რეზონანსი
05.12.2020

კრიმინალურმა პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს - კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის" სახელით, „ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან" საქმის გარჩევის მიზნით.

ვინ არის „კანონიერი ქურდი", რომლის სახელითაც ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ?

საუბარია 75 წლის ბორია აფაქიაზე. მას კრიმინალურ წრეებში „აფაქელას" სახელით იცნობენ. წარმოშობით გუდაუთელი ბორია აფაქია „კანონიერი ქურდების" ძველ თაობას მიეკუთვნება. მან მაღალი კრიმინალური სტატუსი ჯერ კიდევ 1965 წელს, 19 წლის ასაკში მიიღო. სხვადასხვა დროს მან „კანონიერ ქურდებად" აკურთხა გავლენიანი აფხაზი კრიმინალები, მათ შორის ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა, რომლებიც გასულ წელს სოხუმში კლანებს შორის დაპირისპირების დროს რესტორანთან ჩაცხრილეს.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×