რეზონანსი
05.12.2020

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით) გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტეპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიებით დგინდება, რომ 5 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×