რეზონანსი
13.01.2021

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის მოლაპარაკებები ნინო ანანიაშვილთან.

​„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით", - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა ინფორმაცია ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს შეჩერების შესახებ. „თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის სახელის გასაჯაროება, კოლექტივისთვის მის ოფიციალურად წარდგენამდე, დასის არტისტებისადმი უპატივცემულობის უკიდურესი დონეა", - აღნიშნული იყო განცხადებაში.

ქართველმა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილმა „რადიო თავისუფლებას" რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ნათი   (13.01.2021)
ქ-ნ ნინოს არ დაურღვევია წესები."რადიო თავისუფლებიდან" დაურეკეს მას და შეკითხვა მისცეს -მართლა იყო თუ არა მიწვეული. ნინომაც დაუდასტურა. ასე რომ მტყუან მართალი აწი ნოვოსიბირსკმა იძიოს. ნინო მეორედ აღარ დათანხმდება. მათზე მეტი თავმოყვარეობა ქ-ნ ნინოს გააჩნია. წარმატებები ჩვენო დიადო ,მსოფლიოში აღიარებულო პრიმაბალერინავ.

ჭორლეონე   (13.01.2021)
ვალოდიას და კგბ-ს იმედი გქონდეს ნინო, მოგიგვარებენ.

kompo   (13.01.2021)
რაღა გვეშველება ან ჩვენ ან რუსეთის საბალეტო კულტურას! დიდი ნინოს გარეშე!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×