რეზონანსი
13.01.2021

თუ გაზაფხულზე პირველი რიგის ამოცანა იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გადადების ჯაჭვების წყვეტა, თუ შემოდგომაზე მთავარი ამოცანა იყო ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა, ახლა მთავარი ამოცანაა დროული და რაც შეიძლება ფართო ვაქცინაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეიძლება დროული და ფართო ვაქცინაცია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მთავრი ამოცანაა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ქვეყნებს ეხმარება არა ფინანსურად, არამედ ვაქცინის მოთხოვნაა იმდენად დიდი, რომ აქ ფინანსური საკითხი პრაქტიკულად არ დგას. ეს COVAX-ის​ პლატფორმა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უსაფრთხო ვაქცინა მივიღოთ. ბევრი ქვეყანა იყენებს რამდენიმე ვაქცინას პარალელურად. ჩვენ შემთხვევაში მოხდა, რომ COVAX-მა, ანუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გაუწია პრეკვალიფიკაცია Pfizer-ისა​ და უკვე გადაუდებელი გამოყენების კვალიფიკაცია მისცა ასტრაზენეკას. ახლა მხოლოდ ამ ორ ვაქცინაზე არის საუბარი და ჩვენ უკვე დაგვეწყო შემდეგი პროცესი, როდესაც ქვეყანამ უნდა მიიღოს ვაქცინა. მოლოდინია, რომ პირველი 100 ათასი ადამიანის საკმარის ვაქცინას, ანუ 200 ათას ვაქცინას მივიღებთ. რთული იქნება ლოჯისტიკა, მაგრამ შესრულებადია. ჯანდაცვის რეფორმებმა ბევრ სხვა პოზიტივთან ერთად მოიტანა ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 90-იანი წლების ბოლოდან რომ არ შეცვლილა ეს სისტემა, ე.წ. ცივი ჯაჭვი, უწყვეტი სისტემა შეიცვალა 2014-2016 წლებში.Pfizer-ის ვაქცინას რომ სჭირდება შენახვა მინუს 70-80 გრადუსზე, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა იმ წერტილში, სადაც პაციენტი უნდა აიცრას, ფიზიკურად უნდა იდგას ეს მაცივარი. ხდება დასაწყობება და 5 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, პლიუს 6-8 გრადუსზე ეს ვაქცინა ინარჩუნებს თავის თვისებებს და თუკი, ყინულის ელემენტი გამოიცვალა კონტეინერში და ეს ელემენტი აქ იწარმოება, მყარი ყინული, 15 დღის განმავლობაში ინარჩუნებს. Pfizer-ის ვაქცინით თავისუფლად შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, ოღონდ ძალიან რთული და ინტენსიური ლოჯისტიკა და მენეჯმენტი იქნება საჭირო, თუმცა შეუძლებელი არ არის. ვფიქრობ, სისტემა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან საზოგადოებრივ ჯანდაცვას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კამპანიური ვაქაცინაციების. მჯერა, რომ ეს წარმატებით განხორციელდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×