რეზონანსი
13.01.2021

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 100 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ლიპარტელიანმა აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა 3 შეხვედრა მოიგო.

კატარში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 5 მედალს (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) დაეუფლა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა. ვარლამ ლიპარტელიანის გარდა, მასტერსის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდა, ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა ბექაური (-90 კგ) გახდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×