
კოლექტიური ლიდერშიფი მომწონს. ირაკლი კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლისაბჭო იყოს ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, თვითონ არ იქნება რაღაც საკითხების მიმთვისებელი , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანისის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭო იქნება.
„ქართული ოცნების“ ლიდერია ირაკლი კობახიძე, აჩიკო თალაკვაძე, გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უშველებელი რესურსი აქვს. პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭო იქნება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, „ღმერთმა ნუ ქნას სიტუაციას დასჭირდეს ისე, რომ ივანიშვილმა ნაბიჯი გუნდის გასაერთიანებლად გადადგას, მაგრამ არასდროს არაფერი უნდა გამორიცხო“.
ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ „ივანიშვილმა სათავე ისეთი გუნდის შექმნას დაუდო, რომელიც თავს გაართმევს“.