
იყო შეფერხებები, სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ საბოლოოდ, სამედიცინო მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში, ბინაზე სულ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
„როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით მილიონ მოსახლეზე შემთხვევათა რაოდენობით, ჩვენმა კლინიკურმა სექტორმა მაშინ გაუძლო და არ ჩამოშლილა, ლონდონისა და ლოს-ანჯელესისგან განსხვავებით. იყო შეფერხებები, იყო სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ საბოლოოდ მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა. ჰოსპიტლებში თითქოს ადგილი არ იყო, მაგრამ მაინც ყველა თავსდებოდა. ინგლისში ბინაზე 7 ათასი კაცი გარდაიცვალა. არ მგონია, ჩვენთან ამაზე უარესი იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.