რეზონანსი
13.01.2021

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე ბოლო პერიოდში რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავისი გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო და აკრძალული აქვს ქადაგება.

ჯაღმაიძის თქმით, ახლა არქიმანდრიტი გრიგოლი კომისიაზეა დაბარებული და „თუ დანაშაული დადგინდება, ის საეკლესიო სასჯელს მიიღებს“.

„არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავის გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! ამჟამად აკძალული აქვს ქადაგება! მასზე შემოსულია მორიგი საჩივარი, რომლის გამოც დაიბარეს კომისიაზე და არ გამოცხადდა ბუნდოვანი მიზეზების მოშველიებით, უახლოეს დღეებში დაიბარებენ ხელახლა და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს. ქადაგება აუკრძალეს, ეს კი დამჯდარა ეხლა აქ და ქვეყნის გადარჩენის მორიგ გეგმას გვაცნობს!“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე და ერთ-ერთ მედიაცენტრში არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძის მიერ გამართული პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×