რეზონანსი
15.01.2021

ბატონ ელისაშვილს პარლამენტში შესვლა ძალიან უნდა და ყველა ღონეს ხმარობს, რომ სხვებიც შეიყოლოს, ეტყობა მარტო შესვლა ეუხერხულება, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

„მას არავინ აკავებს, არავინ ამუნათებს, მისი გადასაწყვეტია. ყურით მოთრეული მიზეზების მოტანას, ურჩევნია, გადაწყეტილება საკუთარი სინდისის და პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად მიიღოს" განაცხდა პეტრე ცისკარიშვილმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა" და „გირჩს" შორის გუშინ შედგა.

„გირჩის" ინიციატივაა, რომ რეალურ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფუნქცია მიენიჭოს. შესაბამისად, თუ ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. წაგების შემთხვევაში, კი აღიარონ, რომ გაყალბება სულაც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რის მტკიცებასაც თავად ცდილობენ. „გირჩი" და „მოქალაქეები" ამ მიზნით, ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. განსხვავებული შეხედულება აქვთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
მარიკა   (15.01.2021)
ეგ დაეხსნა მიშას ბრჭყალებს როგორც ჩანს

ნიკა   (15.01.2021)
ყველა ვალდებულები ხართ შეხვიდეთ პარლამენტში

2021   (15.01.2021)
დრო, თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ბატონო ოპოზიციონერებო და განსაკუთრებით ეს ეხება ნაციონალებს, საჭიროა ქმედითი ღონისძიებები...

--   (15.01.2021)
ჩაიჯვა!

***   (15.01.2021)
ელისაშვილი კაცი გვეგონა,ეგ მართლა ხაშური.👺


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )