რეზონანსი
15.01.2021

ბატონი ელისაშვილი იტყუება და ამ შემთხვევაშიც ნებსით თუ უნებლიეთ „ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, ყველამ კარგად იცის, ვის გამო იმყოფება გიორგი რურუა ციხეში.

„ეს არის აბსოლუტურად ბინძური თამაში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვის გამო იმყოფება გიორგი რურუა, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები ციხეში. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართლი ოცნების" დამსახურება. მე უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, კონკრეტულად გიორგი რურუას შემთხვევა გათვალისწინებული იყო ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში და სწორედ „ქართულმა ოცნებამ" წელიწად-ნახევრის წინ დაარღვია ეს შეთანხმება. ამის გადაბრალება ოპოზიციაზე არის უსინდისობა და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი უსინდისო განცხადება, რომელსაც ბატონი ელისაშვილი ავრცელებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ელისაშვილი ამ შემთხვევაშიც იტყუება და ნებსით თუ უნებლიეთ „ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს. ნებისმიერი ადამიანი და პიროვნება, ვინც შევა ამ პარლამენტში, ფაქტობრივად გაწევრიანდება „ქართულ ოცნებაში" და არ იქნება არავითარი განსხვავება, რა დაერქმევა „ევროპული სოციალისტები", „გირჩის" განაყოფი თუ „მოქალაქეები", - განაცხადა თარხნიშვილმა.

„მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნათი   (15.01.2021)
ყველა დამნაშავე და კრიმინალი თქვენთვის როგორ არის პოლიტპატიმარი?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )