რეზონანსი
15.01.2021

ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.

„ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ მე მგონი. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ არა - ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია და უნდა აღვადგინოთ, ანუ ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ეს არის რეალობა, რასაც დღესაც ველოდებით და ჩვენ ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან - ეს არის ის მინიმალური შემოსავალი შიდა ტურიზმისთვის, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალურების გადახდის საშუალებას მისცემს. ეს არის თებერვლის და მარტის ჯავშნები მაღალმთიან რეგიონებში და ის თემა, რომ პირველ თებერვალს ვინმე გვეტყვის, რა იქნება შემდეგი, ასე არ არის, სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება, სასტუმროს დღეს სჭირება პასუხი უკვე, რომ მე ჯავშნები მივიღო თუ არ მივიღო.

ჩვენ 2 კვირის განმავლობაში შეგვიძლია მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ - ჩვენ ეს სექტორი უნდა აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი ვერ გადავარჩინეთ - მოკვდა, ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე თუ როგორ უნდა აღვადგინოთ სექტორი. ჩვენ ვზივართ და ვფიქრობთ, რომ ახალი იდეები მივაწოდოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ეს სექტორი. არავინ არავის ფულს არ სთხოვს. „გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ეპიდემიოლგიურ მდგომარეობაზე" - ამ ფრაზის მოსმენა აღარ გვინდა. მოდით, ეს ფრაზა დავივიწყოთ და ახალი ფრაზა ვთქვათ: „ვისწავლოთ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება".

არავინ იძახის, რომ რეგულაციებს არ დავიცავთ, ჩვენ ამაში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები დავხარჯეთ და გამოცდილებაც მივიღეთ და მოდით, ერთად დავსხდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იხსნება ქვეყანა. ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა იმიტომ, რომ ამას ვისმენდით ყოველი თვის პირველ რიცხვში. თუ კონკრეტული თემები, კონკრეტული კონტრაქტები არ არის, თუ მიმართულებები არ არის, ჩვენ თუ ტურისტულ პაკეტებს არ ვყიდით, ცის გახსნა რას ნიშნავს?! ჩვენ ამ საკითხებზე პრემიერის დონეზე კომუნიკაცია არ გვქონია, ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემა არის აღვადგინოთ ტურიზმი, დავდოთ სტრატეგია, როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ, თუნდაც შემოვიყვანოთ უკვე კოვიდ-გადატანილი ტურისტები" ,- განაცხადა ალავერდაშვილმა.

ამასთან, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს არამხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვა სექტორების წარმომადგენლებიც გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომ „სირაქლემას პოზაში ცხოვრება აღარ შეიძლება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ia   (15.01.2021)
გამოფხიზლდი, გძინავს?ტურიზმი ერთი ორი წელი აღარ იქნება,სანამ ვირუსი არ წავა,იფიქრეთ შიდა ტურიზმზე,მაგაზეც ხალხს ფული არ აქვს და საერთოდ აზროვნება დაკარგა ხალხმა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )