რეზონანსი
15.01.2021

„ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო, ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია", - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.

„მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, პროპაგანდა და სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამ არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია, რა. გაქრეს სააკაშვილი?! მართლა უარი რომ თქვას სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე ხომ წარმოგიდგენიათ აქ რა იქნება?! დინასტიური ცვლილება იქნება, ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე, ვერ ატყობთ რომ აქეთ მიდის?! სააკაშვილი რომ გაიწევა შეიქმნება ვაკუუმი, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს?! „ -აცხადებს სანიკიძე გადაცემა „ნიუსრუმში".

„სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა „თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება. ვაშაძის თქმით, ის "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
კოტე   (15.01.2021)
ამ ტელევიზიებმა გუბაზის გარდა ვერავინ ნახეთ სასაუბროდ?მგონი შეგნებულად მოგყავთ,ამით მოსახლეობას აჩვენებთ რა უტვინო არაადამიანთან გვაქვს საქმე.

გალელი   (15.01.2021)
შე მართლა გუბოზო {შეგეფერება შერქმეული } ვის ეძახი ლიფსიტას? და ვის ეძახი ვეშაპს? შენი ბელადი ვეშაპი გგონია? შეხედულად უმოქმედო და უფორმო ვეშაპია კი ბატონო,მაგრამ ჭკუით ყველა ცხოველი ჯობნის...

. სტატუს ქუო   (15.01.2021)
გუბოზ,შეგირცხვეს კაცობა და ლოგიკა.მიშა არ მართავს კიევიდან პარტიას და ეს არაა ჩრდილოვანი მმართველობა? რას უძვრები მოგ არანორმალურს? გაგაძღო ნაპარავი ფულით?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )