რეზონანსი
15.01.2021

უსიამოვნება, რაც ბუკნარში მოხდა, უნდა იყოს ძალიან მალე აღმოფხვრილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა სოფელ ბუკნარში განუცხადა.

მისივე თქმით, სიტუაცია უნდა განიმუხტოს.

„უსიამოვნება, რაც ბუკნარში მოხდა, უნდა იყოს ძალიან მალე აღმოფხვრილი, თუმცა, ამასთანავე თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გამოვიყენოთ ყველაფერი, რათა ვიპოვოთ მშვიდობიანად თანაცხოვრების გზები და არა ის , როგორ დავძაბოთ სიტუაცია. ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მსგავსი ქმედება იქნება ანტისახელმწიფოებრივი და იქნება სათანადოდ დაგმობილი როგორც ეს საჭიროა და როგორც ამას იმსახურებს", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, არავის მიეცემა მშვიდობიანი თანაცხოვრების არევის უფლება.

„დღევანდელმა ინციდეტმა ცხადყო, რომ არიან ალბათ, ადამიანები ვისაც სურთ, რომ ამ ფაქტით ისარგებლონ და სხვადასხვა პროვოკაცია მოაწყონ. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, რომ შეეცადონ და მაქსიმალურად აერიდონ პროვოკაციებს და რაც მთავარია, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს რწმენის და რელიგიის თავისუფლება. ჩვენ ამ ისტორიულ- კულტურული მოცემულობით მოვდივართ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არიოს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (15.01.2021)
АМ СИТУАЦИИС ГАГРДЗЕЛЕБА МИНДА МОВУТХРО АМ ЦАНЦАРА ДЕДАКАЦС. З-4 ЦЛИС ШЕМДЕГ МУСЛИМЕБИ ГАНАЦХАДЕБЕН РОМ АМ СОФЕЛШИ ГОРИ (СВИНЯ) АР УНДА ДАДИОДЕСО, МСГАВСИ СИСУЛЕЛЕ ЕРТХЕЛ АГМАШЕНЕБЕЛМАЦ ЧАИДИНА, ТБИЛИСИС ГАТАВИСУФЛЕБИС ШЕМДЕГ. АСЕ 10-15 ЦЛИС ШЕМДЕГ МУСЛИМЕБИ УМРАВЛЕСОБАШИ ИКНЕБИАН ДА МОИТХОВЕН КРИСТИАНОБИС АКРДЗАЛВАС. ДА А.Щ. ЕС КВЕЛАФЕРИ ИКНЕБА ИСЕ РОГОРЦ ДАВЦЕРЕ, ОГОНД БЕВРАД УФРО УАРЕСАД. ПИРАДАД МЕ ИК ВАР ДАБАДЕБУЛИ ДА ГАЗРДИЛИ ДА ДЗАЛИАН БЕВРИ РАГАЦЕЕБИ ВИЦИ, УБРАЛОД ЦЕЦХЛЗЕ НАВТС АР ДАВАСХАМ.

ჭორლეონე   (15.01.2021)
რით ვერ მორჩით ეშმაკების ძებნას. ხელისუფლება შენ ხარ შე პირში გათავებულო და შენ ხარ პასუხისმგებელი ყველაფერზე. 9 წელი ვიცით უკვე, ძველი კინოა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )