რეზონანსი
15.01.2021

ზოგადად ნდობა ვაქცინაციასთან მიმართებით მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც ჯერჯერობით მაღალი არაა, თუმცა პირველ რიგში ჩვენ ვიმუშავებთ ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტებთან, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლნი არიან და ვაქცინის პირველი მიმღებნი, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში მუდმივად ისმის კითხვა, რამდენად ექვემდებარება ვაქცინაციას ის ადამიანი, რომელმაც უკვე გადაიტანა დაავადება? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია ყველა ადამიანს სჭირდება, გადაიტანა დაავადება თუ არა.

"პირველ ეტაპზე ფონური ინფორმაცია გავრცელდება: რას ველოდებით ვაქცინაციისგან და როდის დაიწყება პროცესი. ის რომ ვაქცინა იყოს ხარისხიანი, ესაა ჩვენთვის ქვეყანაში პრეპარატის შემოტანის მთავარი პირობა. აღიარებული უნდა იყოს ჯანმო-ს და სპეციალისტების მიერ. ვაქცინის ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი, თუმცა გვერდითი რეაქციების რისკი ყოველთვის არის. მაქსიმალური მობილიზება იქნება, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, რომ იმ ჯგუფში არ ჩატარდეს ვაქცინაცია ან გვერდითი მოვლენები თავიდან ავიცილოთ. ამ საკითხზე იანვრის ბოლოდან უფრო აქტიურად გაიშლება საინფორმაციო კამპანია", - განაცხადა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )