რეზონანსი
15.01.2021

რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს თავისი გავლენები აქვს, მის მიმართ ქართველი ხალხისა და საზოგადოების დამოკიდებულებას მას ვერავინ წაართმევს. რა თქმა უნდა, მას აქვს გავლენები როგორც ქვეყანაში, ისევე ზოგადად პოლიტიკაში,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რჩება თუ არა ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიუხედავად, მისი გავლენა პარტიაში.

კახა კალაძეს შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში განმსაზღვრელი იყო, როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს იყო ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დამყარებული დიქტატურის პირობებში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გაერთიანება შეძლო.

„თუ გავიხსენებთ 2011 წელს, როდესაც მან განაცხადი გააკეთა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, გვახსოვს, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, ქვეყანა ჩიხში იყო შესული, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ დიქტატურა იყო დამყარებული და ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გაერთიანება, ეს გახლდათ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, გაძლიერებაში მას აქვს ძალიან დიდი როლი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამასთან დაკავშირებით მან ძალიან ვრცლად ისაუბრა თავის განცხადებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენა ექნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )