რეზონანსი
15.01.2021

ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებაში" ორი დაპირისპირებული კლანია, მიზანმიმართული პროპაგანდაა. ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალური მდივანმა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს უნდათ, „დახატონ რაღაც საშინელება, რომ „ქართულ ოცნებაში" ვიღაცა ვიღაცას უპირისპირდება".

„რა კლანებზე და დაჯგუფებებზე ვსაუბრობთ საერთოდ. სხვაზე არ ვისაუბრებ. პირადად მე რაც შემეხება, ჩემი ძლიერი მხარე რაცაა, ესაა საზოგადოების, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ, სიყვარული, რასაც წლების განმავლობაში ვგრძნობ. ეს არის ყველაზე დიდი ბენეფიტი ჩემთვის და ამ ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდები. რა კლანებსა და დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ.

ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტული ტელევიზიების, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების და ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან, რომ უნდათ, დახატონ რაღაც საშინელება, რომ „ქართულ ოცნებაში" ვიღაცა ვიღაცას უპირისპირდება სადღაც, ოღონდ არავინ არ იცის, სად და რატომ. ყველამ თავის პარტიას მიხედოს და თავის პოლიტიკურ მომავალზე იფიქროს, ჩვენ როგორმე მივხედავთ ჩვენს თავს და როგორმე მივხედავთ და ღირსეულად ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშეა",- განაცხადა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )