რეზონანსი
15.01.2021

მოვითხოვ ხელახლა გამოძიების დაწყებას და საქმის მასალების გადმოცემას. ყველა ფაქტი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ზევიდან ვიღაცას ხელს აფარებენ, - ამის შესახებ გარდაცვილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აინტერესებს ვინ მოკლა მისი შვილი და რატომ აფარებენ ხელს მკვლელს.

"თვითონ ვერ იძიებენ და ახლა ამას ჩვენ გამოვიძიებთ. იქ ძალიან ბევრი დეტალებია და ხელს აფარებენ, მე მაინტერესებს რატომ მოკლეს ჩემი შვილი და რატომ აფარებენ ხელს. ყველა ფაქტი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ზევიდან ვიღაცას ხელს აფარებენ და ვიღაცის დავალებას ასრულებენ. მე მოვითხოვ ხელახლა გამოძიების დაწყებას და საქმის მასალების გადმოცემას. მე არ გავჩერდები", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )