რეზონანსი
15.01.2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 60-მდე ბავშვს განუვითარდა მულტიორგანული ანთების სინდრომი (MIC), რომელიც კორონავირუსი იწვევს.

„მულტიორგანული ანთების სინდრომი რამოდენიმე თვის უკან გახდა ცნობილი ზოგადად სამედიცინო საზოგადოებისთვის. ჩვენთან პიკური მატების შემდეგ გავიდა დრო და ამ სინდრომმა დაიწყო გამოვლენა, დაახლოებით, 55-დან 60-მდე არის დაფიქსირებული, შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის. ყველა საბედნიეროდ დამთავრდა კარგად“, - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, შემთხვევების უმრავლესობა გატრებული იყო იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, „ნიუჰოსპიტალში" და რამდენიმე სხვა კლინიკაში. მისი თქმით, სამინისტრომ პროტოკოლი 10 ნოემბერს დაამტკიცა. მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში სტარნდარტულად, სტეროიდებით მიმდინარეობს, მკურნალობისთვის იყენებენ პრეპარატ „იმუნოგლობულინს".

გაბუნაის განცხადებით, მედიკამენტი იმუნოგლობულინი სპეცილურ საავადმყოფოებს აქვთ და ის მოქალაქეებმა აფთიაქებში ან შავ ბაზარზე არ უნდა ეძებონ, მკურანლობის ხარჯებს კი სახელმწიფო დაფარავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )