რეზონანსი
15.01.2021

მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა ამ იდეის კრიტიკას ვისმენთ, ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„რა უშლის ხელს ამ ინიციატივას - უსამართლოა? რომელიმე პარტიის მიმართ არაკონსტრუქციულია? ვინმეს არ აწყობს? რაღაც ხომ უნდა მითხრას ვინმემ - აი, ამიტომ ეს არ გამოვა; შენ ლოგიკურ შეცდომას უშვებ; ეს წამგებიანია ამისთვის. მაკრიტიკებენ ორივე მხრიდან, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც არ დაეთანხმება, რატომ? რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას? გუშინ მოვისმინე ზაალ უდუმაშვილის არგუმენტი, რომ არჩევნები არჩევნებია და პლებისციტი პლებისციტია. ეს იყო ერთადერთი არგუმენტი, რაც ითქვა, რომ არ შეიძლება არჩევნები და პლებისციტი ერთმანეთში ავურიოთო. კარგი, მაგრამ, ვადამდელი არჩევნები რომ იყო მოთხოვნა, ეს მოთხოვნა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებით ვინ შეცვალა? მისმა პარტიამ ხომ არა? „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყვნენ პარტიები, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და თქვეს - ჩვენი მოთხოვნა იყო ვადამდელი არჩევნები. იმისთვის, რომ კოსტრუქციული გამოვჩნდეთ ფასილიტატორებთან და არ გამოვიდეს ისე, რომ ჯიქივით ვდგავართ ერთ ადგილზე, ფეხს არ ვიცვლით და არ გამოვჩნდეთ წაგებული მოლაპარაკების მაგიდასთან, მოდი, მეორე ვარიანტი დავუშვათ, როგორც ჩვენი დათმობა და არჩევნების ნაცვლად მოვითხოვოთ პლებისციტი. გუშინ რაც ზაალ უდუმაშვილმა თქვა არგუმენტად, მე შემეძლო ერთი თვის წინ მისი პარტიის ლიდერისთვის მეთქვა, მაგრამ ხომ არ მითქვამს, იმიტომ რომ ეს მათგან მოდიოდა და ჩვენ, როგორც ადამიანები, რომლებიც ყველა პარტიასთან კომფორტულად ურთიერთობას ვცდილობთ, მას დავეთანხმეთ. თუ ეს ერთმანეთთან არაფერ შუაში იყო, რატომ შემოგვთავაზეს?“, - განაცხადა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )