რეზონანსი
15.01.2021

მე უკვე მგონია, რომ „გირჩი“ ოპოზიციის ოპოზიციონერია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუ "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი შეფასებით, „გირჩი“ ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს ოპოზიცია „მაიმუნობს, რაც უკვე ოპოზიციონერობა აღარ არის“.

„თავიანთი ქცევებით საუბარია, როგორ მაიმუნობს ოპოზიცია. ეს უკვე ოპოზიციონერობა აღარ არის. მე უკვე მგონია, რომ „გირჩი“ ოპოზიციის ოპოზიციონერია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ერთ აზრზე ვართ, ბევრი ვართ. თუ მათ სხვა აზრი აქვთ და ჩვენ არ გვეთანხმებიან, თავად რაც სურთ, ის გააკეთონ. რა შემიძლია შევთავაზო?! ესენი გვეუბნებიან, გინდა თუ არა, თქვენ შემოდით და მერე ჩვენ შემოვალთო. ცოტა სასაცილოა...“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაც შეაფასა და განაცხადა, რომ შესაძლოა, „ოპოზიციამ მისი პოლიტიკიდან არაფორმალური წასვლა ნამდვილ წასვლად აქციოს“.

„მომეწონა ივანიშვილი რომ წავიდა, ფორმალურად თუ არაფორმალურად, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, ეს მისი არაფორმალური წასვლა ოპოზიციამ, ხალხმა შეგვიძლია, ნამდვილ წასვლად ვაქციოთ. ასეთი რამ ისტორიას ახსოვს. ის არ არის ისეთი უტვინო, როგორიც მისი გარემოცვა. მან თავის ქონება გადამალა. მართლა ვინმე არის ისეთი, ვისაც სჯერა, რომ ქველმოქმედება ჩაიდინა? ამაზე საუბარი სასაცილოა. შესაბამისად, ე.ი. რაღაც მოძრაობა დაწყებულია „ოცნებაში“. უკვე მოდის ხალხი იქედან, იშლებიან. ვიღაცები ამბობენ, რომ ჩვენ კობახიძისთვის ხმა არ მიგვიციაო“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

მან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აბსოლუტურად არ არის გადაწყვეტილი, პირდაპირ გეუბნებით. ახლა შემიძლია გამოკვეთილად ვთქვა. საუბრის დონეზე, რა საუბრები მიდის, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. როდესაც გამოსავლის ძიება არის, ოპოზიცია ბევრ რაღაცაზე საუბრობს“,-განაცხადა ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
.............   (16.01.2021)
ბრიყვი, შდი ქალო ბუტკაში, რახანია გეუბნებიან...

...   (16.01.2021)
მგონია რომ შ..გ გაქვს!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )