რეზონანსი
16.01.2021

ნუგზარ კვაშალი დღეს, 15 იანვარს, 69 წლის გახდა. მომღერალი თავს ბედნიერად მიიჩნევს და თვლის, რომ ასაკი შინაგანი განწყობაა.

„69-ს ძველქართულად “ახუტულ-ჩახუტული” ჰქვია. დავლევ მე დღეს, კარგ ხასიათზე ვარ. ჩემ დიდი ხნის მეგობართან, თემურ წიკლაურთან სიცოცხლის ნაპერწკალი გაჩნდა. საექიმო ტერმინოლოგია არ ვიცი. ორგანიზმი ამოძრავდა. ექიმებს ველაპარაკე და მათ თუ მიეცათ იმედი, თემურის მეგობრებს უფრო მეტად მოგვეცა.

22 იანვარს 75 წელი უსრულდება. მერე კიდევ დავლევ და ვადღეგრძელებ. სულ მახსოვს ჩემი ზურიკო დოიჯაშვილი, რომელიც უკვე ძალიან ცუდად არის… მანამ ცოცხალი ვიქნები, მათ კარგად ყოფნას ვისურვებ.

ვარ უბედნიერესი ადამიანი. მეგობრები ისეთი მყავს, რაც არ უნდა, უკაცრავად და ნაგავ განწყობაზე ვიყო, მათ რომ ვნახავ, იმწუთში კარგ ხასიათზე ვდგები.

ისეთ ხალხში ვტრიალებდი, ისეთ უნიკალურ პიროვნებებში… ისევ მათთან გავივლიდი ცხოვრებას“, - განუცხადა "პრაიმტაიმს" კვაშალმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )