რეზონანსი
16.01.2021

ლონდონში მოღვაწე ქართველ ბალერინას, ელენე გლურჯიძეს გუშინ მამა გარდაეცვალა. ფიზიკოსი ლევან გლურჯიძე მარტო ცხოვრობდა და ის ახლობლებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლევანი მსახიობ ნანა შონიას ქმრის, თეატრის მხატვრის, შოთა გლურჯიძის ბიძა გახლდათ. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ჰყვება, ლევანს არაფერი აწუხებდა, თუ არ ჩავთვლით დიაბეტს:

"73 წლის გახლდათ, ახალგაზრდული ტიპი იყო. არაფერი აწუხებდა. დიაბეტი ჰქონდა. სავარაუდოდ, შეტევა მიიღო. მარტო ცხოვრობდა და ვერავინ გაიგო, რითი დაიღუპა. ვერც კი შეატყობინა ვერავის, რომ ცუდად გახდა. მთელი დღე არ პასუხობდა ტელეფონს. როცა მივიდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ელენე ლონდონშია, ძალიან უნდა ჩამოსვლა. ჯერჯერობით, არ ვიცით, მოახერხებს თუ არა დაკრძალვაზე თბილისში ჩამოსვლას.

ასეა, ერთი წუთია ადამიანი. ასე მარტო, ერთ წუთში გათავდა", - განაცხადა ნანა შონიამ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )