რეზონანსი
16.01.2021

„ექსპო ჯორჯიასთან" მიმდინარე საპროტესტო აქციისას დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძეც გაათავისუფლეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მანამდე 8 აქტივისტი გაათავისუფლეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მედავებიან. კერძოდ, 166-ე და 173-ე მუხლებს, რაც წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ნიშნავს. ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები ვცდილობდით, რომ ხელი შეგვეშალა იმ პროცესისთვის, რასაც ხმების ქურდების ყრილობა ერქვა, ამას ვაპროტესტებდით. შესაბამისი პასუხი გვქონდა დაკავების პროცესში პოლიციის მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე. დაკავებული ყველა აქტივისტი გაგვათავისუფლეს", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

„ექსპო ჯორჯიასთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 9 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. აქტივისტების ინფორმაციით, ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )