რეზონანსი
16.01.2021

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, თუმცა დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის ყრილობის შემდეგ შედგება სხდომა და უკვე პოლიტსაბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე.

„პოლიტსაბჭოს სტრუქტურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით არის წინასწარი ცნობები, რომ ოთხი კაცი იქნება სამდივნოში. მას შემდეგ, რაც საბჭო ჩამოყალიბდება, შედგება სხდომა და უკვე საბჭო უფლებამოსილია, იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე. არ მინდა, ტრადიცია დავარღვიოთ და შევინარჩუნოთ ეს პრივილეგია თავმჯდომარისთვის, რომელიც გააკეთებს განცხადებას.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ფაქტორი, არის ფაქტორი და ყოველთვის იქნება, თუმცა პოლიტიკის მიღმა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გააკეთებს. მისი განცხადებები ზოგმა შიშით მიიღო, ზოგმა ბოროტებით აღსავსე კომენტარები გააკეთა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის დისტანცირებას, ეს ნამდვილია და არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც დაიმალება. არ მგონია, რომ გუნდი მოისაკლისებს ძლიერ, პროფესიონალ, ინტელექტუალ და ამ ქვეყნისთვის თავდადებულ პერსონებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნათი   (16.01.2021)
მართალი ხართ. მჯერა რომ ეს ასე იქნება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )