რეზონანსი
16.01.2021

კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ბრალდებული, რომელმაც ერთ-ერთ ქვის საამქროში ორი მძევალი აიყვანა 27 წლის გიორგი მენაბდიშვილია.

როგორც და­კა­ვე­ბუ­ლის დე­და აცხადებს, მის შვილს პრობ­ლე­მე­ბი ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან ჰქონ­და, რო­მე­ლიც მე­ნაბ­დიშ­ვილს მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და.

მისივე თქმით, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი ქვის სა­ამ­ქროს ერთ-ერთი მე­წი­ლეც იყო და და­ახ­ლო­ე­ბით 10 პრო­ცენ­ტი­ან წილს ფლობ­და. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის დედა ამ­ბობს, მის შვილს და­ნარ­ჩე­ნი მე­წი­ლე­ე­ბი სთხოვ­დნენ, რომ ბიზ­ნე­სი­დან გა­სუ­ლი­ყო.

"ემუქ­რე­ბოდ­ნენ.. 6 თვეა ჩემი შვი­ლი იქ მუ­შა­ცაა, ყვე­ლა­ფე­რია. ბო­ლოს ორი დღის წინ ვნა­ხე. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ამ ფაქტს არ მა­ლავ­და, პო­ლი­ცი­ა­შიც იჩივ­ლა" - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის დედა "ტვ პირველთან".

27 წლის მამაკალი პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. როგორც გაირკვე ბრალდებული ყოფილი პოლიციელია და მან შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )