რეზონანსი
17.01.2021

მმართველ პარტიაში იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდას ოპოზიცია სიტუაციის რეალური შეფასებით დაუბრუნდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წამოსული ბრალდება საფუძვლის გარეშე დარჩა, ისევე, როგორც პარლამენტის ერთპარტიულობასთან დაკავშირებული ზეწოლის ბერკეტიც:

"დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, მონაწილეობაზე ბოიკოტირება, ეს, თავისთავად, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის იდეასთან. მე ვფიქრობ, რომ მეხუთე რაუნდამდე ამას არაერთი ოპოზიციონერი ლიდერი კიდევ ერთხელ გააცნობიერებს. ჩვენ მზად ვართ იმ სამართლიანი წინადადებების განსახილველად დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. რაც ეხება, პირველ რიგში, მათი პრეტენზიების გადამოწმებას, იმიტომ რომ როგორც ირკვევა, არჩევნების გაყალბების ბრალდება, რომელიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან დღემდე, ეს დარჩა საფუძვლის გარეშე. მეორეს მხრივ - მათი სურვილი, რომ თითქოს ჩვენზე შანტაჟს ახდენდნენ იმით, რომ პარლამენტში მხოლოდ 1 პარტია იქნებოდა, დღეს ეს რეალობაც შეცვლილია, ამიტომ ჩვენ ველით, რომ ოპოზიცია სტატუს-კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )