რეზონანსი
17.01.2021

ხელისუფლების მკაცრი ტონის შემდეგ, ბაკურიანი დამსვენებლებისგან იცლება. კურორტზე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათ შეატყობინეს, რომ თუ სტუმრები 17 იანვარს, დღის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან, მეპატრონეებს დააჯარიმებენ. ბაკურიანში გვითხრეს, რომ ამის შესაებ ერთი დღით ადრე გააფრთხილეს.

„ბაკურიანის მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია, შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს, მეც მეშინია სასტუმროს გაქირავება და ვერც ერთ დამსვენებელს ვიღებ. ხალხი დააჯარიმეს, დაამცირეს, დამსვენებლებისგან დააცლევინეს ყველას სასტუმრო, წინააღმდეგ შემთხვევაში 2 000 ლარიანი ჯარიმის დაწერით დაემუქრნენ. გააჩერეს ბურანები, კვადროციკლები. ბევრი დამსვენებელი იყო, მაგრამ ახლა იცლება კურორტი“, – ამბობს ბაკურიანში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონე.

მერის წარმომადგენელი კურორტ ბაკურიანში გოჩა გობრონიძე გვიდასტურებს, რომ ადგილობრივები გააფრთხილეს, დამსვენებლებს სასტუმროები დააცლევინონ.

იხილეთ სრულად: პრაიმ ტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )