რეზონანსი
17.01.2021

28 წლის გიორგი მენაბდიშვილმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია სათანადო სამედიცინო დახმარება, რომელიც გიორგი მენაბდიშვილს სჭირდება.

მენაბდიშვილი გუშინ კასპში დააკავეს. მას ორი ადამიანის თავისუფლების აღკვეთა ედება ბრალად.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამაკაცს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. მათივე თქმით, მამაკაცმა კასპის შს სამმართველოს დასახმარებლად არაერთხელ მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოყოლია.

შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული პოლიციის თანამშრომელი იყო, ხოლო რიგები 2018 წელს დატოვა.

,,ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “ი” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს,“- აღნიშნულია ფაქტთან დაკავშირებით გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )