რეზონანსი
17.01.2021

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი და სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად არ დარჩებიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება არა ბოიკოტი, არამედ საბოტაჟია, რითაც ისინი ქვეყნის სტაბილურობას უპირისპირდებიან.

„მეტი აქცენტი კეთდება ახლა ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ეს ერთი და მეორე – ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი და სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად არ დარჩებიან.

ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელი გადადგამს ნაბიჯს, მაგრამ ამ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ჩემი პიროვნული ანტიპატიის მიუხედავად, რასაკვირველია, დასაფასებელია ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც მიხვდება, რომ პარლამენტში შემოსვლა არის თემა, რომელიც საზოგადოების ინტერესის გარდა, კიდევ უამრავ სხვა ფაქტორს განაპირობებს, რასაკვირველია, საერთაშორისო ინტერესებსაც გაითვალისწინებს, რომ რეგიონში სტაბილურობა, რომელიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, არის ნომერი ერთი ამოცანა.

აქ ვიკამათოთ და თუ საჭიროა, შევთანხმდეთ, თუ საჭიროა, კიდევ გავაგრძელოთ კამათი იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია არჩევნების შედეგების გადამოწმება და რეალისტური, ობიექტური სურათის დადება. ჩვენ ამისთვის მზადა ვართ, ვინც ამაზე უარს ამბობს, ფაქტობრივად ხაზს უსვამს, ახდენს ლუსტრაციას საკუთარი პოლიტიკური მისწრაფებისა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მათთვის ნომერ პირველი ამოცანაა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან არანაირი სახის მოლაპარაკებაზე უარი არასდროს უთქვამს.

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი არანაირი სახით მოლაპარაკებაზე, უბრალოდ ფასილიტატორები, ანუ ხელშემწყობები აუცილებელია, რომ იქ არ იყოს პოზიციათა ცვლილება და თავისი დამოკიდებულება საქართველოს ხვალინდელი დღის მიმართ გამოხატული იყოს, მათ შორის საერთაშორისო წარმომადგენელთა წინაშე. მიიღებენ თუ არა, ან არ მიიღებენ ამ წინადადებას ჩვენს გუნდში, ამასთან დაკავშირებით მე ერთს, რა საკვირველია, არ შემიძლია, წინასწარ განცხადების გაკეთება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (18.01.2021)
Сакартвеоши рамдениме пандемиаа: 1. Иванашвили 2.Ковид 19. 3. Гатахсиребули Волски 5.Гахариа, Кобахидзе, Талаквадзе... да а. ш. квела коцтаракана. Амат сацинаагммдего вакцина ар арсебобс маграм ара ушавс, титонве чадзаглдебиан дзалиан ахло момавалши.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )