რეზონანსი
17.01.2021

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „პოსტ ფაქტუმ“ დედა, ჯულიეტა ვაშაყმაძეს გაიხსენა.

„გამორჩეულად ენერგიული, პრინციპული და მებრძოლი ადამიანი იყო. ვიდრე ოჯახს შექმნიდა, ჯერ თვითონ შედგა, როგორც სრულფასოვანი პიროვნება, მერე გაგვაჩინა ჩვენ. როცა ჩემი უფროსი და გაჩნდა, დედა 40 წლის იყო.

რამდენიმე წლით ადრე, დიდი უბედურებაც გადაიტანა, სულ პირველი შვილი, რეზო – ჩემი ნახევარძმა ფილტვების ანთებით ერთი თვის ასაკში დაეღუპა. ამ ტრაგედიამ მისი პირველი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს დასცილდა და წლების შემდეგ მამაჩემს დაუკავშირა თავისი ცხოვრება.

უნივერსიტეტში იქცა არქიტექტორად, ითამაშა ფილმებში, თეატრის სცენაზე. როგორც მოცეკვავემ მოიარა ისეთი ქვეყნები, რომლის ნახვაც საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ აუხდენელი ოცნება იყო. 

ის არ იყო მიჯაჭვული ტექსტს, მას არ ეშინოდა. საკუთარი ვიზუალური სტილიც თვითონ შექმნა. თვითონ იკერავდა კაბებს, იყენებდა მაკიაჟს და ა.შ.

დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ დედასაც და მამასაც, ასწრებდნენ საქმესაც და დახმარების გარეშე სამი შვილის გაზრდას. უბედნიერესი ბავშვობა გვქონდა არ გვაკლდა არაფერი. ჩვენს აღზრდაზე დედ-მამა ზრუნავდა და ამის პარალელურად ასწრებდნენ ჟურნალისტთა თაობების გაზრდას.

ასე გავიდა ათწლეულები და წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდათ, როდესაც გამოყარეს სამსახურიდან.

2004 წელს დედას უთხრეს რომ მისი ადგლი ტელევიზიაში აღარ იყო და მოულოდნელად აღმოჩნდნენ სახლში, შეგრძნებით რომ არავის სჭირდებოდნენ. კი იმ დროს, დედაჩემი კალენდარული ასაკით საპენსიო ასაკში იყო. იმ მომენტიდან დაიწყო დედაჩემის ნელი ნგრევა, როგორც შინაგანი, ასევე ფიზიკურად.

ნელ-ნელა იკეტებოდა გარესამყაროსთან. იშვიათად გადიოდა სახლიდან, უარს ამბობდა ინტერვიუებზე, იმიტომ რომ ამჩნევდა მის უბერებელ სახესაც შეემატა მძიმე და უსამართლო განცდების კვალი.

ზედმეტად თავმოყვარე ადამიანიც კი იყო. ამ დროს მისმა თვალებმა დაიწყო დასუსტება. დედა ყოველთვის ამაყობდა, თავისი მხედველობით. კატარაქტის განვითარება დაეწყო, თვალებზე გადაკრული ბინდი ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო. რა აღარ გავაკეთეთ, მაგრამ ექიმთან ცოცხალი თავით არ წამომყვა. ჯიუტი იყო, მას საშინლად ეშინოდა ავადმყოფობის და სიკვდილის. ამ დროს მხედველობის დასუსტებამ მოიტანა ის, რომ წესიერად ვეღარ ხედავდა, ეშინოდა რამეს ფეხს წამოკრავდა და კიდევ უფრო ჩაიკეტა სახლში.

არ მახსოვს რომელი წელი იყო, ოჯახი რაჭაში იყო დასასვენებლად, მაგრამ როცა დაბრუნდა, შევამჩნე მარჯვენა ხელი უკანკალებდა. ამტკიცებდა არაფერი მჭირსო.

ამ დროს მე თვითონ ვიყავი რ2-ზე წამყვანი, ბევრი რამ მოსწონდა, მაგრამ ბევრი მიუღებელი იყო და სასტიკად ვჩხუბობდით. თვეებიც გადიოდა ისე, ერთად ვცხოვრობდით და საერთოდ არ ვლაპარაკობდით.

ერთხელ მახსოვს, ღამე მომესმა დედის ტირილი. არ მიკითხავს, ვიცოდი რაც აწუხებდა, საკუთარ თავს ტიროდა, გამოგდებულს, მიტოვებულს და დავიწყებულ საკუთარ თავს.

ამის მერე იყო ზუსტად, რამდენიმე დღეში მითხრა, გიორგი მე მალე მოვკვდები და არ მინდა ისე წავიდე არ ვლაპარაკობდეთო. მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია“, - განაცხადა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (12)
ჩაწერა სახელი
მაია ჩხენკელი   (18.01.2021)
ძალიან გული დამწყდა,უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული🙏

იზოლდა სულაბერიძე   (18.01.2021)
საუკეთესოზე საუკეთესო ჟურნალისტი იყო ქ ჯულიეტა, ძალიან მენანება, მეტირება,ცეცხლი გენია იყო, ნიჭიერი შვილი დატოვა, მაგრამ კიდევ მეტს ითხოვდა მისგან. ნათელი დაადგეს მის ხსოვნას, ვუსამძიმრებ მის ოჯახს

qetino motsonelidze   (18.01.2021)
ესაა ნამდვილი ცხოვრება სამწუხაროდ...ჩემი მოკრძალებული სამძიმარი ოჯახს💖

მანანა   (18.01.2021)
არის ჟურნალისტური ეთიკა,რომელსაც ლეგენდარული ჯულიეტა ვაშაყმაძე იცავდა,შვილი გიორგი კი მას უხეშად არღვევს!რაც შეეხება დედაშვილობას პპროგრესულობა არაფეტ შუაშია,დედა წმინდაა და ყოველთვის მართალია

სვეტა   (18.01.2021)
უფალმა დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში მისი ლამაზი სული ლეგენდა ქალბატონი

Rozetakapanadze.   (18.01.2021)
Daumkvidros ufalma chata sasufeveli sadac martalni ganisveneben

Mariami   (18.01.2021)
Dzalian damtkda gyli aseti daypasebeli rom tavida 1 arxidan es ylamazesi ynijieresi kalbatoni dzalian mikvarda chemi bavchvobis epokas maxcenebs

ნათელა   (18.01.2021)
შენი გადაცემებით,შენი სახალხოდ წარმოთქმული სიტყვებით გულს ტკენდი დედას და ამიტომ არ გელაპარაკებოდა ალბათ.

იზო   (18.01.2021)
როგორ მეტკინა გულიი😥😔

ლუიზა სამუკაშვილი   (18.01.2021)
ჩემი ბავშვობის ტკბილ მოგონებად დარჩებით ქალბატონო ჯულიეტა.მარადიული სასუფეველი არ მოკლებოდეს თქვენს სავალ გზას.

nuki   (18.01.2021)
bavshvobidan miyvarda,rogorc chans chems pedagogsac uyvarda qalbatini julieta.mecadineobis dros paralelurad mudam uyurebda qalbatoni julietas gadacemas da aseve mec gavaparebdi xolme tvals .televizorshi vuyurebdi ara marto profesional jurnalists aramed ulamazes qalbatons.ufalma sheiwyalos misi suli da daumkvidros sasufeveli.rac sheexeba deda-shvilis kamats ?warmoidginet ori unichieresi da progresulad moazrovne cxovrobda ert saxlshi sadac bunebrivia kamati gardauvali iqneboda . kamati da winaagmdegoba ar aris im saxlshi sadac patara adamianebi cxovroben.

მარინა   (18.01.2021)
გული მეტკინა,მთელი გადაცემა ვტიროდი.ქალბატონი ჯულიეტას გახსენება გიორგის მიერ,ბევრს მოგვრიდა ცრემლს და სინანულს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )