რეზონანსი
18.01.2021

საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მკაცრი მარეგულირებლის მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა (Pfizer, Moderna, Astrazeneca) მიიღოს და ამ მზაობის დამადასტურებელი წერილ Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX-პლატფორმაში უკვე გაიგზავნა.

„ეს კონკრეტული წერილი COVAX-ის პლატფორმაში შეეხება Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა ასევე არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა მსგავსი შემოთავაზება COVAX-ის პლატფორმიდან პირველ კვარტალშივე AstraZeneca-თი ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში მივიღოთ. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მომდევნო 2 თვის განმავლობაში, რაც იქნება პირველი კვარტლის პერიოდში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლალო   (18.01.2021)
გიორგი ფხაკაძე ამბობს ჯერ ვაქცინაციის ჩატარება არ შეიძლება, ერთწუთში გამომცხვარი ხაჭაპურის ხარისხის არისო.ვის უნდა დავუჯეროთ ვეღარ გავიგე.ფაიზერმა საერთოდ გააჩერა წარმოებაო! ან თქვით სიმართლე, ან ნუ გვაყრით თვალებში ნაცარს!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )