რეზონანსი
18.01.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე დღეში დამტკიცდება.

მისი თქმით, 1-ელი თებერვლიდან საქართველოში ბიზნესის მცირე ნაწილი გაიხსნება, რის შემდეგადაც მოხდება ეპიდვითარების ცვლილებაზე დაკვირვება და სხვა სფეროების გახსნა ამის მიხედვით გადაწყდება.

როგორც მან განმარტა, ჯერჯერობით არ გამართულა მსჯელობა ტრანსპორტის მუშაობის განახლებისა და „კომენდანტის საათის" მოხსნის შესახებ.

„შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა დაახლოებით 2-3 დღეში იქნება, რომელზეც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობენ. ვფიქრობთ, რომ ჯერ გაიხსნება ბიზნესის მცირე ნაწილი და სხვა სფეროების მუშაობის აღდგენაზე ეტაპობრივად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორით უნდა დაიწყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )