რეზონანსი
18.01.2021

ძლიერი ქარის გამო, ყაზბეგში ჩარჩენილი ადამიანები გუდაურის მიმართულებით ვერც საბაგიროთი ვერ გადაჰყავთ. უკვე მერვე დღეა, უხვი ნალექის და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის გზა ჩაკეტილია. ადგილზე საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას.

ყაზბეგის მერის განცხადებით, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, ჯერჯერობით, გზის გაწმენდით სამუშაოებს ვერ იწყებენ.

„რაც შეეხება საბაგიროებს - ახლა ქარია და ჩართვა ვერ ხერხდება, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ საათში კიდევ ერთხელ შეამოწმებენ მდგომარეობას. როგორც კი შესაძლებლობა იქნება, საბაგიროს დაუშვებენ. ბევრი ადამიანი არაა, თუმცა, არიან, ვისაც უნდა გადაადგილება. ამისთვის მზადყოფნაა, თუმცა, მთავარია, შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობები იყოს", - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

ყაზბეგის მერიის განცხადების თანახმად, გუდუარი-კობის საბაგიროები, მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის უზრუნველსაყოფად, იმუშავებს ყოველდღე, 12:00-დან 15:00 საათამდე, საავტომობილო გზის გახსნამდე. სამუშაო საათები შეიძლება შეიცვალოს მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების შესაბამისად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )