რეზონანსი
18.01.2021

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი" ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული, - გამოცემა „ეხო-კავკაზას" ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტის" პრესსამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ანქვაბის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც „სტაბილურად მძიმეს".

„მას შერჩევითი პლაზმოფილტრაცია ჩაუტარდა. 17 იანვარს კი სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის სპეციალისტების კონსილიუმმა მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთების გადაწყვეტილება მიიღო,"- აცხადებენ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )