რეზონანსი
18.01.2021

პოლიტსაბჭო იქნება ის ორგანო, სადაც გადაწყდება, რა სჭირდება პარტიას განახლებისა და გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარემ, პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან ერთად აუცილებელი იყო პოლიტსაბჭოს გაფართოება.

„პარტიის ახალ თავმჯდომარეს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი, რომელიც თანაბრად უნდა იკისროს გუნდმა, მარტო თავმჯდომარე არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად გადაწყდა, რომ პოლიტსაბჭო გაფართოებულიყო და აქ თანაბრად ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თბილისის მერი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭო მმართველი პარტიის ეფექტურად ფუნქციონირებაზე იქნება პასუხისმგებელი.

„პოლიტსაბჭო იქნება ის ორგანო, სადაც პარტიის შესახებ მიიღება გადაწყვეტილებები, მათ შორის იმაზე, თუ რა სჭირდება პარტიას განახლებისთვის, გაძლიერებისთვის, კიდევ უფრო ახალ ეტაპზე ასასვლელად და ასევე, მეორე მხრივ, როგორც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო ასევე განიხილება და დისკუსიები იქნება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებებს.

პოლიტსაბჭო ვერ ჩაანცვლებს ვერც მთავრობას და ვერც პარლამენტს, ეს არის პარტიის სტრუქტურა, სადაც ზოგადად კონცეპტუალური გადაწყვეტილებას მივიღებთ პარტიულ დონეზე და შემდგომ ამის ცხოვრებაში გატარება დამოკიდებული იქნება მთავრობაზე ან პარლამენტზე", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )