რეზონანსი
18.01.2021

ამ ადამიანებისთვის მთავარი არის არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და შესაბამისად ეძებენ ყველანაირ გზას, რომ როგორმე გაათეთრონ თავიანთი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც „გირჩისა" და „მოქალაქეების" ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სასაცილო და კომიკურია, როდესაც ოპოზიციას ოპოზიცია სთავაზობს წინადადებას.

"მე ვერ ვიტყოდი, რომ მათ გარდა არავის არ უნდა შეთანხმება, უბრალოდ მათ გარდა არავის არ უნდა პარლამენტში შესვლა. დანარჩენ ოპოზიციონერებს აინტერესებთ და გვაინტერესებს ვადამდელი არჩევნები. ამ ადამიანებისთვის მთავარი არის არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და შესაბამისად, ეძებენ ყველანაირ გზას, რომ როგორმე გაათეთრონ თავიანთი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ესმით ძალიან კარგად რომ მათი ოპოზიციონერობა საბოლოოდ დამთავრდება იმ დღეს, როდესაც ისინი პარლამენტში შევლენ სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე. ზოგადად ძალიან სასაცილო და კომიკურია, როდესაც ოპოზიციას ოპოზიცია სთავაზობს წინადადებებს და არა ხელისუფლება. სიმართლე, რომ გითხრათ მე ელისაშვილის ოპოზიციონერობა არც არასოდეს მჯეროდა იმიტომ, რომ არასდროს არ იყო გულწრფელი, ვხედავდი ბევრ რამეს, მათ შორის, იმასაც როგორ ეხმარებოდა მას "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე და მისი ქცევით საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არ არის რეალური ოპოზიციონერი. მისი ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა და ის თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
***   (19.01.2021)
10 ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს შენ პარლამენტში ვეღარ მოხვდები,დაგვანებე თავი,ნუ შეგვჭამე ქალოოო!?

სოფლელი   (18.01.2021)
გატყლარჭულო დედაკაცო,დიდი წარმოდგენა რომ გაქვს შენ თავზე იცი როგორ შეაზიზღე ხალხს თავი გარეთ არ გამოგესვლება თბილისელო

ბათუმელი   (18.01.2021)
ეს საცოდავი და წყალწაღებული ბურჯანაძე,რომელიც ქართველმა ხალხმა საბოლაოდ როგორც პოლიტიკოსი გააფარჩაკა და არ მისცა საშუალება მისი შვილი შეეტენა პარლამენტში,ნუთუ ვერ ხვდება მისი ბჟუტური,გარდა ჭორიკანა აქუს გარდა,არავის არ აინტერესებს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )