რეზონანსი
18.01.2021

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისი მანქანა საკმაოდ ძველია და გადაადგილება ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით უჭირს.

"თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი მანქანაზე უარს, უბრალოდ, ძალიან გაცვეთილია ჩემი მანქანა, რომელიც 2006 წლის მანქანაა. ისეთი გაცვეთილია და ისეთი დატვირთვა აქვს, რომ არ ვიცი. ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ ახალქალაქიდან იმ დანგრეულ გზებზე, რათა პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე.

რაც შეეხება ტელეფონს, რომელიც მაჩუქეს, რასაც ამბავი მოჰყვა. რა ვქნა ახლა, მე ეს ტელეფონი გავყიდო და გლახაკებს დავურიგო ფული? რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა ეს ფული გლახაკებს, ამაზეა საუბარი? 

მე რაც შემიძლია, ყველას ვეხმარები, ვერავინ ვერ იტყვის, რომ დახმარება ვთხოვე და არ დამეხმარაო. რაც შეეხება ამ ტელეფონს, მე პირობა დავდე. მიუხედავად იმისა, რომ არავისთან პირობა არ მაქ დასადები და რამდენიმე კარგი ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით, ამასაც აქვს მნიშვნელობა, როგორც ამბობენ,"-აღნიშნა მიტროპოლიტმა.~

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )