რეზონანსი
18.01.2021

ძალიან გთხოვთ, რომ სიტყვა „ოპოზიცია“ აღარ გამოიყენოთ ბატონი ელისაშვილის და ასევე „გირჩის“ ნაწილის მიმართ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

„ისინი დღეს გველაპარაკებიან, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ტერმინოლოგიით და არა მარტო ტერმინოლოგიით, არამედ ბრალდებებსაც ისვრიან, ზუსტად ქოცური მენტალიტეტით“, -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
აი-ნასალა   (18.01.2021)
ეს წვრილფეხა სააკაშვილები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციას ჭკუა არ სჭირდება, მხოლოდ უნდა ატრაკონ.

ბათუმელი   (18.01.2021)
ეს ვაიოპოზიციონერი,არაკაცი და კრიმინალი ბობოხიძე როგორ იღებს ხმას,ელისაშვილს ფეხებში რომ აქვს ჭკუა,ამ საცოდავს თავშიც კი არააქვს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )