რეზონანსი
18.01.2021

ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და რომელიც ტყვეობაში ამყოფებს ჩვენს თანამოქალაქეს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

„ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახლავთ საბოლოო. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა დასრულდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყოველდღიურ რეჟიმში და კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და სრული ძალისხმევით ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში, ძალიან მალე დასრულდება ამ ადამიანის უკანონო პატიმრობა“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე დღეს განიხილა. სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )