რეზონანსი
18.01.2021

ნიკა მელიამ თვის ბოლოს შევხვდეთო - კი ბატონო, ძალიან პატიოსანი სიტყვაა. სხვებმაც თქვან, დააყენონ პირობები, ინიციატივა გვითხრან, ყველაფერზე მივყვებით არ მოსწონთ ეს აზრი?! უკეთესი გვითხრან, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ამბობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მასთან და “გირჩთან” ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს.

“თუ შეხვედრა არ უნდათ, თუ არაფერი ინიციატივა არ უნდათ?! საერთოდ რა უნდათ, ვერ გავიგეთ სიმართლე, რომ გითხრათ. აი ეს გვინდა, რომ გავარკვიოთ, რომ საერთოდ რა უნდათ ოპოზიციაში?! კრიზისი არის?- არის, გამოსავალი ამ კრიზისიდან მოსაძებნია? - მოსაძებნია, “ქართული ოცნება” ეძებს გამოსავალს? - არ ეძებს, ჩვენ არ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი?! პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გვაქვს?! ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა არ გვაქვს?! თუ ეს მოგვწონს, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდეს?! დღეს ვაშაძე გამოვიდა და თქვა ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებასო - ეს იცით როგორი გაუგებარი რამეა?! პარლამენტში არ შედიხარ, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს ზურგი აქცია და იძახი, რომ ბოიკოტს ვუცხადებო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადები შე დალოცვილი, ისევ თამარ ჟვანიასთან, რომ მიხვიდე?! ეს არის ის, რაც ვერც ჩემს ტვინში ლაგდება და ვერაფერში ვერ ლაგდება. ჩვენ მაინც შევალთ, ჩვენ გვინდა პირნათლები ვიყოთ და ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ ამ ამბავს. არ დავზოგავთ თავს და ზუსტად ვიცით მეც და ლევანმაც რისთვის მივდივართ და მართლა ხალხის პრობლემების გამხმოვანებლები ვიქნებით ჩვენ და გვინდა, რომ უბრალოდ ამოვწუროთ ეს შესაძლებლობა და ყველას დაველაპარაკოთ ხალხო რა გჭირთ?! შეხვედრა რა უდგას წინ?!

“ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე ნორმალური პოზიცია აქვს - “ნაციონალურ მოძრაობაზე” ვერ ვიტყვი ვერაფერს ცუდს, ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ ნიკა მელიამ თქვა, ითხოვა დრო თვის ბოლომდე, რომ ახალი თავმჯდომარე ვარ და პარტიაში რაღაცები მაქვს დასალაგებელიო და თვის ბოლოს შევხვდეთო - კი ბატონო, ძალიან პატიოსანი სიტყვაა. ეს გასაგებია, სხვებმაც თქვან, პირობები დააყენონ, ინიციატივა გვითხრან, ყველაფერზე მივყვებით არ მოსწონთ ეს აზრი?! უკეთესი გვითხრან”, - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )