რეზონანსი
18.01.2021

საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს.

"ოცნება" ტრადიციულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებენ, რომ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და გადაწყვეტილებას გიორგი გახარია მიიღებს.

მოქმედ მინისტრს კი ამერიკაში საქართველოს ელჩად გზავნიან - თავად კი აღნიშნულ ინფორმაციას არ უარყოფს.

ამჟამად , გიორგი ხელაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. მანამდე კი ის პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მრჩეველი იყო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი ხელაშვილის მინისტრად დანიშვნა, ირაკლი კობახიძის გავლენების გაფართოების მაჩვენებელია.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მაშინ, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკას ოფიციალურად ჩამოშორდა, საგარეო ფლანგზე ისეთი კადრების დაწინაურება სჭირდება, ვისთანაც მის აფელირებას ვერ მოახდენენ. მათივე თქმით, ამ გზით კი საერთაშორისო ასპარეზზე განადგურებული იმიჯის აღდგენას შეეცდება.

ხოლო დავით ბაქრაძე, რომელიც ამერიკაში დიპლომატიურ უწყებას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, მას საზოგადოება, ივანიშვილის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში იხილავს.

საგარეო სამინისტროში აცხადებენ, რომ ზალკალიანი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს და სამუშაო ვიზიტით ახლა ესპანეთის სამეფოში იმყოფება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
sos!   (18.01.2021)
რატომ? ბ-ნი დავითი ძალიან კარგად უძღვებოდა დაკისრებულ საქმეს. სხვაგან გადაჰყავთ და იმიტომ?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )