რეზონანსი
18.01.2021

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პროპორციული უბარიერო არჩევნები, რომლისთვისაც მთელი ოპოზიციური სპექტრი, იბრძოდა, უცებ აღარავის დააინტერესებდა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

„თქვენ დაინახეთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ამაზე მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ და ყველა გადავიდა - „ხელახალ არჩევნებზე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ და მიანიშნა კოლეგებთან ამ საკითხზე კამათზეც.

„ვხოცავდით ერთმანეთს... მოლაპარაკების მაგიდასთან ვერავინ ამიხსნა, რატომ იყო პროპორციულ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამე. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მოვისმინე, იყო - რა შუაშია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან. და პლებისციტი რა შუაშია? ეხ ხომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ შემოიტანეს ამ დისკუსიაში?!

იცით რაშია საქმე, მე ამ მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციისგან მჭირდებოდა სერიოზულობა. ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა ფასილიტატორები, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და „ქართული ოცნება“ მტყუანი. რამ მიაყენა დარტყმა ჩვენს პოზიციას ამ პროცესში - პირველი: ეს იყო ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომელშიც ის ამბობდა, რომ ერთი პროცენტი სიყალბე დაგვიმტკიცეთ, რაზეც ჩვენი არგუმენტი არ იყო მყარი ფასილიტატორებისთვის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
.....   (19.01.2021)
იმიტომ რომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )