რეზონანსი
19.01.2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 22 და 27 წლის მამაკაცებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგნეტოს განუცხადეს, დაჭრილი მამაკაცი ბრალდებულთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც 27 წლის კაცმა მასპინძელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"დაჭრილი სტუმრად იყო ამ ბიჭთან, შეიძლება ნასვამიც მივიდა. მერე რაღაცა მოხდა. თავის სახლში სტუმარმა დედა შეაგინა. მერე გარეთ გამოსულან და გარეთ მოხდა დაჭრა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

"შემოყვანის დროს იყო უგონო მდგომარეობაში. ჩივილებს ვერ გადმოგვცემდა. ანამნეზის შეკრება მოხდა სასწრაფო ექიმის მიერ. მისი გადმოცემით, პაციენტი ნახეს ქუჩაში უგონო მდგომარეობაში სისხლის გუბეში. გასინჯვისას პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთის ჭრილობები ბარძაყის წინა ზედაპირზე და გულმკერდის მარცხენა ნახევარში. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, იყო შოკის კლინიკა. მართვიღ სუნთქვაზე გადაიყვანეს. მკურნალობაში ჩართულები იყვნენ ანგიოლოგები და ქირურგები. გაუწიეს პირველადი დახმარება. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ახლა ის მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა არის მძიმე",- განუცხადა "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მომხდარზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს.

წყარო: ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )