რეზონანსი
19.01.2021

საქართველომ „კოვაქს" პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ქრონიკაში" სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველო „ასტრაზენეკას" ტიპის ვაქცინების მისაღებად ემზადება.

„ძირითადად ვემზადებით, რომ „ასტრაზენეკა" ტიპის ვაქცინები მივიღოთ, მაგრამ ის ჯერ არ არის „კოვაქს" პლატფორმაზე. ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია როდის იქნება ეს მოწოდება.

„კოვაქს" პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება „კოვაქს" პლატფორმას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლერი სუბელიანი   (19.01.2021)
გაიკეთე პირდაპირ ეთერში რასაც შემოიტან რო ხალხი დარწმუნდეს


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )