რეზონანსი
19.01.2021

ჩვენ არც კი განვიხილავთ ელისაშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრას, ამის აზრს ვერ ვხედავთ, როდესაც არსებობს საერთო ოპოზიციური მაგიდა. არ მგონია, მათი ნაბიჯები იმ მიზნის მიღწევას ემსახურებოდეს, რომელიც დავისახეთ ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა რომელიც არ შევედით პარლამენტში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგლა მიქაუტაძემ ალეკო ელისაშვილთან ინდივიდუალური შეხვედრის გამართვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ლელო" არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც ოპოზიციურ ერთობაში რაიმე ბზარს გააჩენს.

„პოლიტიკოსები, რომლებსაც არ ესმით ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობა და ძალა, ამ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწევენ. დღეს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ ერთობას დააზიანებს, არის არასწორი და ქვეყნისთვის დამღუპველი. ჩვენ ვერ ვხედავთ ინდივიდუალური შეხვედრების აზრს. არსებობს მშვენიერი ფორმატი, როდესაც იკრიბებიან ოპოზიციური პარტიები და ნებისმიერ იდეას განიხილავენ. ამ ეტაპზე სხვა ტიპის შეხვედრების, მითუმეტეს ელისაშვილთან ინდივიდუალური სახის საკითხებზე, აზრს ვერ ვხედავთ. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ „ქართულ ოცნებას" და იქიდან პასუხი იყო ნული. შესაბამისად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ ისეთს, რომელიც რაიმე ბზარს გააჩენს ოპოზიციურ ერთობაში. ჩვენ არც კი განვიხილავთ ელისაშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრას, ამის აზრს ვერ ვხედავთ, როდესაც არსებობს საერთო ოპოზიციური მაგიდა. არ მგონია, მათი ნაბიჯები იმ მიზნის მიღწევას ემსახურებოდეს, რომელიც ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ შევედით პარლამენტში, დავისახეთ", - აღნიშნა გიგლა მიქაუტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნინო ალადაშვილი   (19.01.2021)
აბიზამთ რას იზამთ, რა ფული გაქვთ ნაშოვნა არქიფოსთან. საწყალი ხალხი ყველას ფხებზრ ჰკიდია.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )