რეზონანსი
19.01.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს.

როგორც გამყრელიძემ „ინტეპრესნიუსს" განუცხადა, შესაბამის შემთხვევებს კლინიკები აღრიცხავენ და ზუსტი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

"რა თქმა უნდა, მე რაღაც ინფორმაცია მაქვს, თუმცა, სჯობს კლინიცისტებს დაუკავშირდეთ. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია სამედიცინო სტატისტიკიდან, თუმცა, ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია. დიდი ბრიტანეთის მსგავსი, ასეთი მიზანდასახული კვლევა, რაც ინგლისში ჩატარდა, ჩვენთან არ ტარდება, მაგრამ ე.წ. განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის. ვერ გეტყვით, რომ მათგან ყოველი მეათე დაიღუპა და ა.შ. რაც ბრიტანელების კვლევაშია. მათი კვლევა შესაბამისი დიზაინით ჩატარდა. ამ ტიპის კვლევა ჩვენთან არ გაკეთებულა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის, ოღონდ არა კოვიდის გამო, არამედ კოვიდის გართულებების გამო. ვერც იმას გეტყვით გარდაცვალების შემთხვევები ყოფილა თუ არა მათ შორის. ძალიან სენსიტიური საკითხია. იმიტომაა საჭირო, რომ შესაბამისი კვლევა ჩატარდეს. ისევე როგორც კოვიდგადატანილ პაციენტებში შემდგომი დაკვირვებები აუცილებელია", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კოვიდგადატანილ პაციენტებს გართულებების თავიდან ასაცილებლად, მედიკოსები გაწერის წინ შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ.

„ვინც გაწერილია, ყველას დარიგებას აძლევენ, რეკომენდაციებს, რომ იყვნენ თავის ოჯახის ექიმთან კონტაქტში და გარკვეული პერიოდულობით თვითმონიტორინგიც აწარმოონ. ძირითად პარამეტრებს ეუბნებიან, რაზე გაამახვილონ ყურადღება, ასევე, გარკვეული პერიოდულობით რიგი კვლევები ჩაიტარონ. განსაკუთრებით, ვისაც მომატებული რისკი აქვს, 70 წელს ზემოთაა და ვისაც სხვადასხვა დაავადება აღენიშნება - დიაბეტი, ჰიპერტენზია ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ა.შ. ეს რეკომენდაცია გაწერის შემდეგ ყველას ეხება", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )