რეზონანსი
19.01.2021

„სტრატეგია აღმაშენებელში„ მიაჩნიათ, რომ „გირჩს" და „მოქალაქეებს" თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და ეს ოპოზიციის ერთობას ხელს არ უშლის. ამის შესახებ სერგო ჩიხლაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„მათთან განსხვავებით თავს არავის ვესხმით, არანაირი ეპითეტით არ ვამკობთ, ჭორებს არ ვიგონებთ, მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ოპოზიციის ერთობას ეს ხელს არ უშლის. ეს არის 5 ადამიანი, მათ თავიანთი გზა აქვთ, აქეთ ფლანგზე ვართ 50-55 ადამიანი, რომლებსაც ერთიანი პოზიცია გვაქვს", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელოს" და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდათ, „ევროპულ საქართველოს" - არა. ის ასევე აცხადებს, რომ „გადაწყვიტეს, ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს".

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა" და „გირჩს" შორის შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )