რეზონანსი
19.01.2021

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, საქართველოში რამდენიმე თვეში გართულებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ერთ-ერთი გამოწვევა იქნება.

როგორც კალოიანმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე საქართველოში მასიური არ არის, როდესაც კორონაგადატანილ, კლინიკიდან გაწერილ ადამიანებს კვლავ ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. მისი თქმით, მსგავსი შეთხვევების პრევენცია ბოლომდე შესაძლებელი არაა.

„ამ კვლევაში ძირითადად 65 წელი და ზემოთ არის მათი საშუალო ასაკი, ვისაც დასჭირდა განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია. საქართველოშიც არის პოსტკოვიდური პრობლემები, თუმცა რაც არის ოფიციალური შემთხვევები, მასიური სახე არ აქვს. რამდენადაც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო აღრიცხავს და ოფიციალურად რა ციფრებსაც გვაწოდებენ, დიდი რაოდენობა არ არის. ეს მოსალოდნელია რამდენიმე თვის შემდეგ. გართულებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ერთ-ერთი გამოწვევა იქნება. კორონავირუსი ტოვებს ფილტვებში საკმაოდ დიდ დაზიანებას, რომელიც საჭიროებს მუდმივ ქრონიკულ თერაპიას. ეს მეტ-ნაკლებად ემორჩილება თერაპიას, თუმცა, საბოლოო ჯამში, რაღაც რაოდენობაში იმდენდ კრიტიკულად მცირდება ფილტვის მოცულობა, მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. პრევენცია ბოლომდე შესაძლებელი არაა. ასევე ადამიანები ბრუნდებიან კარდიოლოგიურო პრობლემებითაც",- განაცხადა კალოიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )