რეზონანსი
19.01.2021

ოპოზიციის ერთიანობა და პლატფორმა რჩება ყველაზე მძლავრ იარაღად საქართველოში, ჯერჯერობით. უმძიმესი კრიზისის პირობებში, მეტი სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა ყველას ამ ოპოზიციური პლატფორმის შენარჩუნებაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ „TV პირველის" ეთერში განაცხადა.

„მე ვერ გამოვიტანე შინაარსი აქამდე გაკეთებული განცხადებებიდან. რატომ არის ეს გირჩის განაყოფი ოპოზიციაზე გაბრაზებული? რატომ დაიწყეს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის პირობებზე საუბარი, რომელზეც ოპოზიცია არ იყო შეთანხმებული? მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობდი დრამატიზმი მომეკლო ამ შეფასებებში მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ერთობის შენარჩუნება. გასაგებია, რომ ამ ადამიანებს ოპოზიციის დიდი ნაწილისგან აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვთ. ხისტი შეფასებებისა და ემოციების გარეშე რომ ვისაუბრო, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორია. არასწორია პირველ რიგში იმიტომ, რომ აქამდე მეხუთე რაუნდი არ ყოფილა და ამიტომ „ქართული ოცნება" კონკრეტული წინადადებებით არ მოსულა და ეს წინადადებები უდნა მოგვესმინა ჩვენ და გაგვეგო, აქვთ თუ არა სურვილი პოლიტიკური კრიზისი განმუხტონ. და მეორე, არასწორია მორალურადაც, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ოპოზიციას, რომ პოლიტიკური კრიზისი არ განმუხტა და არ ვაკისრებთ ბოლომდე ხელისუფლებას, როდესაც ხელისუფლებამ მოიპარა არჩევნები", - განაცხადა დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )