რეზონანსი
19.01.2021

პარტია „მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ძირითად პროცესს აფერხებს, - ამის შესახებ მან „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებები არ სურს და მას ოპოზიციის გაბუტულ რეჟიმში ყოფნა აწყობს.

„ოპოზიცია აფერხებს ძირითადად პროცესს. „ქართულ ოცნებას" არ უნდა მოლაპარაკება, რადგან არ უნდა დათმობა საარჩევნო სისტემის. რატომ უნდა დათმოს? არ ურჩევნია, რომ ასეთი ჭუჭყიანი არჩევნები ატაროს? იმ ბრძოლის, იმ ბოიკოტის შედეგი იყო, რომ უკან დაიხია, მაგრამ ახლა აწყობს ოპოზიცია იყოს ასეთ გაბუტულ რეჟიმში.

ოპოზიციის ერთი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ხვდება რას აკეთებს. ჩვენთვის მიზანი იყო ის, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელსაც ვითხოვდით, გამოგვეგლიჯა ოცნებისთვის ხელიდან. ვიღაცებისთვის ოპოზიციური ერთობა, უბრალოდ ცხოვრების წესია, ჩვენ ასე არ ვხედავთ ამას. ბოდიში, რომ სხვანაირად ვაზროვნებთ და განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
აი-ნასალა   (19.01.2021)
ელისაშვილი ახლოა სიმართლესთან. ნებისმიერი მთავრობა ფორსტ-მაჟორულ სიტუაციაში, (ომი, გლობალური პანდემია და სხვ.) ისურვებდა ერთპარტიულ პარლამენტს. ოცნებამ კარგად იცის ეს და იყენებს ამ გარემოებას. ბრიყვი ოპოზიცია კი "აპრავებს" ამ ამბავს დასავლეთის თვალში. სააკაშვილი და მისი გოშიები ვერ ხვდებიან ამას, წარსულში არიან.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )